ვახტანგ ჯანდიერი
კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
მოღვაწეობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტზე - ზოგადი და თეორიული ელექტრო ინჟინერიის ლაბორატორიაში (ATE) და CENIDE - ნანოინტეგრაციის ცენტრში/The Center of Nanointegraton Duisburg-Essen (გერმანია).
მისი სამეცნიერო კვლევა ეფუძნება ელექტრომაგნიტური ტალღების თეორიას, ანალიზურ დარიცხვით მეთოდებს, მიკროტალღურ და ოპტიკურ დიაპაზონში მომუშავე ფოტონურ-კრისტალურ მოწყობილობებს და საკომუნიკაციო სისტემებს.
იგი არის OSA (Optical Society of America) და IEEE (Institute of Electrical and Electronics Engineers)-ის (აშშ) Senior Member. მან 2004 წელს მიიღო იაპონიის ელექტრო ინჟინერიის ინსტიტუტის (Institute of Electrical Engineers of Japan) ჯილდო სამეცნიერო ნაშრომისთვის და URSI-ის ახალგაზრდა მეცნიერის (Young Scientist Award) ჯილდო 2010 წელს.
ის არის ორი ფულბრაიტის ჯილდოს მფლობელი University of Illinois at Urbana-Champaign, აშშ, 2015-2016 წლებში და Pennsylvania State University, აშშ, 2021 წელს. ასევე, არის Alexander von Humboldt ჯილდოს მფლობელი დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტში, გერმანია (2016-2018 წლებში).
2010-2013 პერიოდში იყო მოწვეული პროფესორი School of Electronics Engineering and Computer Science, Kyungpook National University, სამხრეთ კორეა და კითხულობდა ლექციებს ელექტრომაგნიტურ თეორიაში. იგი იყო მიწვეული პროფესორი Ostrava Technical University, Nanotechnology Center, ჩეხეთის რესპუბლიკა (2015), Rome Tre University, იტალია (2015, 2023), Martin-Luther University, Halle-Wittenberg, გერმანია (2021, 2023).
2006 წელს მიიღო ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (D.Eng.) კიუშუს უნივერსიტეტში (Kyushu University), ფუკუოკა, იაპონია. 2007-2010 პერიოდში იგი იყო პოსტ-დოქტორანტი და მუშაობდა კუმამოტოს უნივერსიტეტში (Kumamoto University), იაპონია.
ის არის 14 ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მიწვეული მომხსენებელი. იგი ასევე არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი