ვლადიმერ თვალიაშვილი
პროფესორი; ვეტერინარული კლინიკური ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
პროფესორი; ვეტერინარული კლინიკური ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
პროფესორი; ვეტერინარული კლინიკური ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
1976 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ვეტერინარული ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ''კამეჩის, ცხვრის და თხის ენა-ხახის ნერვის შედარებითი ანატომია და კავშირები სხვა თავის ტვინის ნერვებთან" და გახდა ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "რქოსანი პირუტყვის თავის ტვინის ზოგიერთი ნერვების ანგიოარქიტექტონიკა და ენის, ხახის, ხორხის ანატომია" და გახდა ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი. 1988-2005 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე. 1997-2004 წლებში მუშაობდა ტაბახმელის ბიოკომბინატის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2005 წლიდან უკავია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობა. იგი არის 60 სამეცნიერო სტატიისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: ზოგადი ქირურგია (2006 წელი), კერძო ვეტერინარული ქირურგია ოფთალმოლოგიის და ორთოპედიის საფუძვლებით (2008 წელი), შინაურ ცხოველთა ანატომია (2020 წელი) და შინაური ცხოველების ოპერაციული ქირურგია ტოპოგრაფიული ანატომიით (2023 წელი). საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ინტენსიურად უძღვება სპეციალობის სხვადასხვა ძირითად კურსებს.
1999 - ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია
1983 - ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი
1976 - საქართველოს ზოოტექნიკურ - სავეტერინარო სასწავლო - კვლევითი ინსტიტუტი, სავეტერინარო ფაკულტეტი
ოპერაციული ქირურგია (M)
ანატომია I (M)
ანატომია II (M)
ანატომია III (M)
ზოგადი ქირურგია (M)
კერძო ქირურგია (M)