- პროგრამის აღწერა
- საგნები
- პროგრამის ხანგრძლივობა
- პროგრამის ღირებულება
- სერტიფიკატი
- სარეგისტრაციო ფორმა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ახალი თანამედროვედ აღჭურვილი აკადემია და საქართველოს ღვინის სკოლა აცხადებს მიღებას სომელიეს პროფესიულ პროგრამაზე - Certified Sommelier.
პროგრამის მიზანი:
სომელიეს პროფესიული პროგრამის მიზანია მსმენელმა სამელიესათვის საჭირო საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს.
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:
• ღვინის სერვისს,
• შეაფასოს ღვინის ხარისხი,
• შეუხამოს ქართული და უცხოური კერძები სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლურ სასმელს
• შეიძინოს სტუმარ-მასპინძლობის ძირითადი პრინციპები
• მომხმარებელს დაეხმაროს ღვინის შერჩევაში
• მართოს რესტორნის მარანი
• დაეუფლოს ღვინის მარკეტინგის ძირითად საფუძვლებს
პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ღვინის კომპანიებში, ღვინის მაღაზიებში, ტურისტულ კომპანიებში.
ლექტორები:
ლექციებს წაიკითხავენ საერთაშორისო დონის ლექტორები და ექსპერტები.
ამ ეტაპზე პროგრამაზე მიღება არ არის.