აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის აღწერა

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური აგრონომიის მაგისტრი, რომელსაც ეცოდინება მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები, ნიადაგის პოტენციური/ბუნებრივი ნაყოფიერების ძირითადი თვისებები და მცენარის კვების ნორმების შედგენა, რაც კურსდამთავრებულს მისცემს ახალი და ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას. შეძლებს ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემების თავისებურებების აღწერას. კურსდამთავრებული შეძლებს დარგში პრაქტიკულ საქმიანობას და კვლევით საქმიანობაში ასისტირებას.

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი წელი, ხოლო მისანიჭებელი კვალიფიკაციაა აგრონომიის მაგისტრი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამაში თეორიული სწავლება ინტეგრირებულია პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებთან, რაც ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning by doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ ლაბორატორიებში და ატარებს ცდას/ანალიზს. ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება სტუდენტთა მცირე ჯგუფებში, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

პროგრამის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების საქმიანობაში.

კურიკულუმი

აგრონომიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 60 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში:

  • სპეციალობის განათლება- მოდული მოიცავს აგრონომიის სპეციალობის შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ/ლაბორატორიულ კურსებს.
  • არჩევითი საგანი - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგანი ნებისმიერი სხვა სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმიდან.

როგორ ჩავაბაროთ აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე 2026 წელს?

2026-2027 სასწავლო წელს პროგრამაზე მისაღები მაგისტრანტების რაოდენობა არის 20 სტუდენტი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს
  • სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-intermediate) დონეზე. ენის კომპეტენცია დასტურდება წარდგენილი სერტიფიკატის ან საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე
  • უნივერსიტეტში გასაუბრების თარიღი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება

შერჩევის კრიტერიუმები

პროგრამაზე ჩატარდება ზოგადი გასაუბრება.

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

სწავლის საფასური

სამაგისტრო პროგრამაზე, 2026 წლის მიღების სწავლის საფასური არის წელიწადში 3350 ლარი.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს 6 პროგრამას:

  • აგრონომიის საბაკალავრო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამას
  • აგრონომიის სამაგისტრო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სამაგისტრო პროგრამას
  • აგრონომიის სადოქტორო პროგრამას
  • ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის სადოქტორო პროგრამას

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ქიმიის, ბიოლოგიის, მცენარეთა ბიოლოგიის, ფიზიკის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

გარდა ამისა, სკოლა სასწავლო მიზნებისათვის იყენებს კამპუსის დენდროლოგიურ პარკსა და მუზეუმს. კამპუსის მუზეუმი აერთიანებს სხვადასხვა დარგის კოლექციებს, მათ შორის, დენდროლოგიის, ენტომოლოგიის, ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით.

კახა ბენდუქიძის კამპუსში მოეწყო საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი, რათა სკოლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ განახორციელონ აგრონომიის პროგრამით გათვალისწინებული აგროპროექტი და დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართულნი, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში. აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტები თავად ირჩევენ სასურველ კულტურებს და ნაწილდებიან კამპუსის ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთში.

დეკანი

Თეო Ურუშაძე

თეო ურუშაძე

პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი

t.urushadze@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ნატო Კობახიძე

ნატო კობახიძე

პროფესორი; ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი

n.kobakhidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Დიანა Ხომასურიძე

დიანა ხომასურიძე

ასოცირებული პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კოორდინატორი; ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

d.khomasuridze@agruni.edu.ge