აგროფორუმი 2026
28 ოქტომბერი 2026
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგროფორუმი 2026 ჩატარდა
აგროფორუმზე წარმოდგენილი იყო აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის საგნის „აგროპროექტის“ ფარგლებში სტუდენტების მიერ დამოუკიდებლად მოყვანილი ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები. “აგროპროექტის” საგნის დასაწყისში სტუდენტებმა თავად აირჩიეს სასურველი კულტურები: პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო, კომბოსტო და გადანაწილდნენ შესაბამის ნაკვეთებში.
“აგროპროექტის” საგნის პრაქტიკული ნაწილისათვის კახა ბენდუქიძის კამპუსში საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, რათა სტუდენტებს საშუალება ქონდეთ დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. “აგროპროექტის” ფარგლებში სტუდენტებს მოჰყავთ მოსავალი ყველა აგრო-წესების დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას. სტუდენტები „აგროპროექტის“ მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართული, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
აგროფორუმი 2026-ის მხარდამჭერები არიან: აგროსფერო, რაიკ ცვაანი, კომპანია აგრონომი, აგრონოვა, კარტლისი, აგროქართლი და ბორნ სოფქიმია.
კომპანია ნიადაგი აგროპროექტის საგნის ფარგლებში სამ სტუდენტს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას, კომპანია აგროქართლი აგროპროექტში მონაწილე ორ სტუდენტს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას. აგრეთვე კომპანიები კარტლისი და პლანტერი აგროპროექტის მონაწილე ორ-ორ სტუდენტს სთავაზობენ სხვადასხვა აგრო აქტივობაში მონაწილეობას.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აგროკომპანიების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.
აგროფორუმზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ვატო ლეჟავამ და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა, თეო ურუშაძემ, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და პარტნიორ კომპანიებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მსგავსი სიახლეები
19 ნოემბერი 2024
კამპუსში სტუდენტური კონფერენცია „ნიადაგი და წყალი: სიცოცხლის წყარო“ ჩატარდა
07 ოქტომბერი 2024
აგროფორუმი 2024
01 აგვისტო 2024
ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ტრენინგი
11 ივლისი 2024
ნინო გორგაძე სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
10 ივლისი 2024