საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა

კვლევის სამაგისტრო პროგრამის აღწერა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

კვლევის სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში წარმოადგენს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამას. უნივერსიტეტებს აქვთ უნიკალური რესურსი (მაღალკვალიფიციური პროფესორები, მატერიალური ბაზა, საერთაშორისო კავშირები), რომ ერთობლივი ძალებით მოამზადონ მაგისტრი ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში.

ერთობლივი რესურსებით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ქმნიან უნიკალურ გარემოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული კვლევითი და სასწავლო საქმიანობის წარმოებისთვის, ისევე როგორც ინტერდისციპლინური კვლევებისთვის. 

ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება სწავლის მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე გამოცდილებას, კერძოდ:

  • ინტერნაციონალიზაცია - კვლევის სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა არსებული წარმატებული მოდელები როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამ მოდელების საფუძველზე შემუშავდა პროგრამის კურიკულუმი, რომელიც ფოკუსირებულია სწავლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე და, შესაბამისად, არ არის გათვლილი დიდი რაოდენობით სტუდენტების მიღებაზე. პროგრამის აკადემიური პერსონალი შედგება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეცნიერებისაგან, რომელთაც აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება. ამავე დროს, ისინი ეწევიან აქტიურ სამეცნიერო თანამშრომლობას უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, რაც აღნიშნული პროგრამის წარმატების მყარი საფუძველია.
  • კვლევაზე ორიენტირებული პროგრამა - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სწავლებასა და კვლევაზე ორიენტირებული პროგრამაა, რაც ეხმიანება ევროპა 2020 სტრატეგიას უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის კუთხით. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების წარმოების შესაძლებლობის მიცემა მაგისტრანტებისათვის. პროგრამის შინაარსიც და სტრუქტურაც სწორედ ამ მიზნით არის განსაზღვრული და დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტის მიერ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეული კვლევითი პრობლემატიკის თანმიმდევრულ შესწავლას ხელმძღვანელების აქტიური დახმარებით.
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თბილისის თავისუფალ და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტებში დიდი ყურადღება ექცევა ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning-by-doing). სასწავლო ლაბორატორიები და სამეცნიერო სემინარები ითვალისწინებს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ლაბორატორიული მეცადინეობისას და სემინარებზე გამოსვლისას ინდივიდუალურად მუშაობის გზით. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე. თითოეულ სტუდენტს ლაბორატორიული მუშაობისას თავისი სამუშაო სივრცე და ყველა საჭირო ხელსაწყო აქვს, ხოლო სემინარზე ის აუდიტორიას უზიარებს საკუთარი კვლევის შედეგებს.
  • ინდივიდუალური მიდგომა - ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას გააჩნია ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით შემუშავებული კურიკულუმი საგნების არჩევის ფართო შესაძლებლობით. პროგრამის კრედიტების ნახევარზე მეტი ეთმობა პრაქტიკულ, სემინარულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომლებიც გათვლილია სტუდენტის ინდივიდუალურ ინტერესებზე. ინდივიდუალურ მიდგომაში იგულისხმება, რომ:
  • თითოეული მაგისტრანტი სასწავლო მიზნის მისაღწევად და სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად, სასწავლო კურსების მიღმა ინტენსიურ სამუშაოს აწარმოებს ტუტორების ინსტრუქტაჟით, ხელმძღვანელის უშუალო მეთვალყურეობით და პროგრამაში ჩართული სხვა აკადემიური პერსონალის მუდმივი კონსულტაციების დახმარებით.
  • სავალდებულო სასწავლო კურსების გარდა, მაგისტრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა თავად შეადგინონ სასწავლო გეგმა (ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე) საკუთარი კვლევითი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ეხება როგორც არჩევით კურსებს, ისე არჩევით ლაბორატორიულ სამუშაოს (ბიოლოგია-ქიმიის შემთხვევაში) და სამეცნიერო სემინარს (ფიზიკაში).

ასეთი ინდივიდუალიზებული მიდგომა გულისხმობს, რომ თითოეული მაგისტრანტის სასწავლო და კვლევით სამუშაოში რამდენიმე აკადემიური პერსონალი მუდმივად არის ჩართული.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიმართულების გათვალისწინებით კურსდამთავრებულს ენიჭება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი კვალიფიკაცია:

  • კვლევის მაგისტრი ფიზიკაში
  • კვლევის მაგისტრი ქიმიაში
  • კვლევის მაგისტრი ბიოლოგიაში

რამდენადაც კვლევის სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში არის ინტერდისციპლინური და ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამის მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:

  • ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
  • ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
  • ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი

სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი.

კურიკულუმი

კვლევის სამაგისტრო პროგრამის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული 60 კრედიტი.

აღნიშნული კრედიტების გადანაწილების ორნაირი სქემა არსებობს  მიმართულების მიხედვით:

ბიოლოგიისა და ქიმიისთვის  კრედიტები ნაწილდება ხუთ სავალდებულო კურსს შორის:

  • სამაგისტრო სემინარი: კვლევითი პრობლემის ანალიზი
  • კვლევა/კვლევის მომზადება: არჩევითი ლაბორატორიული როტაცია I
  • კვლევითი მოდული: ტუტორიალები + არჩევითი საგანი
  • კვლევა/კვლევის მომზადება: არჩევითი ლაბორატორიული როტაცია II
  • სამაგისტრო ნაშრომი

ფიზიკის შემთხვევაში კრედიტები ოთხ კურსზე ნაწილდება:

  • კვლევითი მოდული: ტუტორიალები + არჩევითი საგანი
  • კვლევის მომზადება I
  • კვლევის მომზადება II
  • სამაგისტრო ნაშრომი

ბიოლოგია/ქიმიის მიმართულებით კვლევით მოდულს აქვს 10 კრედიტი და გულისხმობს მრავალკომპონენტიან სამუშაოს, რომელსაც მაგისტრანტი აწარმოებს  მოდულის ტუტორის ან/და სამაგისტრო კვლევის ხელმძღვანელის ინსტრუქტაჟით.

ბიოლოგია/ქიმიის მიმართულებით სამაგისტრო სემინარი: კვლევითი პრობლემის ანალიზის ფარგლებში მაგისტრანტი თავისი სამომავლო კვლევითი პროექტის თემატიკის ირგვლივ დაამუშავებს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, რეგულარულად მოამზადებს სადისკუსიო მასალას ხელმძღვანელთან ერთად გასარჩევად და კურსის ბოლოს მოამზადებს ლიტერატურულ მიმოხილვას წერითი ნაშრომის ფორმით.

ბიოლოგია/ქიმიის მიმართულებით კვლევითი ლაბორატორიული როტაციის (I, II) ფარგლებში (თითოეული მოიცავს 12 კრედიტს) მაგისტრანტი შეისწავლის კონკრეტული ლაბორატორიისათვის სპეციფიკურ კვლევის მეთოდებს, ლაბორატორიაში მუშაობის წესებს და ჩაატარებს კვლევით ექსპერიმენტებს. ექსპერიმენტული სამუშაოების დასრულების შემდეგ მაგისტრი გააკეთებს მის მიერ მიღებული შედეგების პრეზენტაციას. ორივე როტაციის დროს მიღებული კვლევითი შედეგები სამაგისტრო კვლევის ნაწილს წარმოადგენენ.

ფიზიკის მიმართულებით კვლევით მოდულს აქვს 15 კრედიტი და გულისხმობს მრავალკომპონენტიან სამუშაოს, რომელსაც მაგისტრანტი აწარმოებს  მოდულის ტუტორის ან/და სამაგისტრო კვლევის ხელმძღვანელის ინსტრუქტაჟით.

ფიზიკის მიმართულებით კვლევის მომზადება I-ს აქვს 10 კრედიტი და კვლევის მომზადება II-ს -  15 კრედიტი. ორივე კურსი გულისხმობს სამაგისტრო ნაშრომისთვის აუცილებელი პრაქტიკული და/ან თეორიული სამუშაოს წარმოებას. თითოეულ ეტაპზე მაგისტრანტი სამუშაოს აწარმოებს ხელმძღვანელის მეთვალყურეობით და მასთან შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე.

სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს მაგისტრანტის მიერ დამოუკიდებელი კვლევის შედეგად შესრულებულ აკადემიურ ნაშრომს. სამაგისტრო ნაშრომი სრულდება სამაგისტრო პროგრამის დასკვნით ეტაპზე, რომელშიც მაგისტრანტი ახდენს მიღებული თეორიული ცოდნის, აზროვნების უნარებისა და აკადემიური/საველე კვლევის შედეგების და ტექნიკის სინთეზს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა და მისი წარმატებით დასრულება, მაგისტრანტს ამზადებს, როგორც კვლევითი სამუშაოს შემდგომი გაგრძელებისთვის, აკადემიური განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურა), ისე პრაქტიკული დანიშნულების მქონე კვლევების შესრულებისთვის.

პროგრამა არ ითვალისწინებს მიღებას 2026 აკადემიური სასწავლო წლისთვის.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 6 პროგრამას:

  • ქიმიის საბაკალავრო პროგრამას
  • ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
  • მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას
  • სურსათის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამას
  • სურსათის ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამას

ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს შემდეგ ერთობლივ პროგრამებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა
  • ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა
  • ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა
  • ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ასევე უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში, სადაც ისინი ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.

სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კამპუსის სასწავლო ლაბორატორიების გარდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც უტარდებათ.

ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

დეკანი

Ელიზბარ Ელიზბარაშვილი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის დეკანი

e.elizbarashvili@agruni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Რევაზ Კორაშვილი

რევაზ კორაშვილი

პროფესორი; ქიმიის პროგრამის ხელმძღვანელი

r.korashvili@agruni.edu.ge
Გიორგი Მუსხელიშვილი

გიორგი მუსხელიშვილი

პროფესორი; ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

g.muskhelishvili@agruni.edu.ge
Ნინა Კულიკოვა

ნინა კულიკოვა

პროფესორი; უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი

n.kulikova@agruni.edu.ge
Ჟუჟა Ხაჭაპურიძე

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ასისტენტ-პროფესორი; სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

zh.khachapuridze@agruni.edu.ge
Ანა Გოდაბრელიძე

ანა გოდაბრელიძე

ასოცირებული პროფესორი; მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

a.godabrelidze@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ეთერ Შამუგია

ეთო შამუგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორი

e.shamugia@agruni.edu.ge