გიორგი პაპულაშვილი სწავლას აგრძელებს Heidelberg University-ში
20 ოქტომბერი 2026
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი პაპულაშვილი სწავლას აგრძელებს გერმანიაში, Heidelberg University-ში სამაგისტრო პროგრამაზე "მოლეკულური ბიომეცნიერებები: სიმსივნის ბიოლოგია" (MSc Molecular Biosciences: Major Cancer Biology).
პროგრამის მიზანია სიმსივნის განვითარებისა და პროგრესირების მოლეკულური და უჯრედული მექანიზმების შესწავლა თანამედროვე ინტერდისციპლინური მიდგომებით. პროგრამა ხორციელდება Deutsches Krebsforschungszentrum-ში (DKFZ), რომელიც ევროპის უმსხვილეს კიბოს კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს.
გიორგიმ მოიპოვა DAAD-ის სამაგისტრო სტიპენდია, რომელიც მოიცავს სწავლისა და ცხოვრების სრულ დაფინანსებას, აგრეთვე გერმანული ენის საზაფხულო კურსს.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026