სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
07 ივლისი 2026
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026 ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში.
ფესტივალს ესწრებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ღვინის სფეროს სპეციალისტები და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები. მათ სტუდენტების მიერ შექმნილი ღვინოები დააგემოვნეს და სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით შეაფასეს.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – I ადგილი – გუნდი „კერა“. სტუდენტები: ნინო ხიტირი, ნინო გოგნელაშვილი, ცოტნე მამარდაშვილი
- საუკეთესო ქარვისფერი ღვინო – I ადგილი – გუნდი „კერა“. სტუდენტები: ნინო ხიტირი, ნინო გოგნელაშვილი, ცოტნე მამარდაშვილი
- საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – I ადგილი – გუნდები „კერა“ და “ანაბეჭდი”. სტუდენტები: “კერა” - ნინო ხიტირი, ნინო გოგნელაშვილი, ცოტნე მამარდაშვილი; “ანაბეჭდი” - თამარ სეფიაშვილი, ეკატერინე ჯამრიშვილი, გიორგი კევლიშვილი, სანდრო ყიფშიძე
- ღვინის საუკეთესო წარდგენა და კომუნიკაციის უნარი – I ადგილი – გუნდი „კაისენი“. სტუდენტები: ნინი კვესელავა, თემო ქობულაშვილი
- საუკეთესო ეტიკეტი და მარკეტინგული კონცეფცია – I ადგილი – გუნდი „ანაბეჭდი“. სტუდენტები: თამარ სეფიაშვილი, ეკატერინე ჯამრიშვილი, გიორგი კევლიშვილი, სანდრო ყიფშიძე
მე-4 კურსის სტუდენტები „მიკროვინიფიკაციისა და ღვინის ფესტივალის სიმულაციის“ საგნის ფარგლებში უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს. სტუდენტებისთვის სავალდებულოა დააყენონ როგორც წითელი, ასევე თეთრი ღვინოები ქვევრისა და კლასიკური ტექნოლოგიით. საგნის ლექტორები არიან: ანნა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა, ალექსანდრე ვლასოვი, კატო შალვაშვილი.
„ღვინის მარკეტინგის“ საგნის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებთან ერთად ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და წარუდგენენ მომხმარებელს. საგნის ლექტორია ბექა კოკაია, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის მხრიდან ეტიკეტის დიზაინზე მუშაობას კოორდინაციას უწევდა ლექტორი მერი ჭიკაძე.
მსგავსი სიახლეები
02 ივნისი 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 მაისი 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 მაისი 2026
ახალი ღვინის ფესტივალი
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025