2024-2025 აკადემიური წლის მეშვიდე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
08 აპრილი 2025
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2024-2025 აკადემიური წლის მეშვიდე გაცნობითი პროგრამა 28 მარტს გაიმართა. გაცნობით პროგრამას 700-მდე მოსწავლე დაესწრო და დეტალური ინფორმაცია მიიღო აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ.
მიმდინარე აკადემიური წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა შვიდი გაცნობითი პროგრამა, რომელთაც ჯამში 3 000-ზე მეტი მოსწავლე ესწრებოდა.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობების შესახებ, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
დესერტის "შავი ტყე" სამოყვარულო კურსი
09 ივლისი 2026