8000 მოსავალმა მეექვსედ უმასპინძლა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ღვინის დეგუსტაციას
11 ივლისი 2025
8000 მოსავალმა უკვე მეექვსედ უმასპინძლა აგრარული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტების ღვინის დეგუსტაციას.
სტუდენტები თავად არჩევენ ყურძნის ჯიშსა და წარმოების ტექნოლოგიას, კრეფენ ყურძენს, ახდენენ ტკბილისა და დურდოს წინასწარ დამუშავებას, ალკოჰოლური დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას. ამასთანავე, სტუდენტები საზღვრავენ ღვინის ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებს, ხარისხის შეფასების მიზნით ატარებენ დეგუსტაციებს, ამოწმებენ მდგრადობას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე და ასხამენ ბოთლებში.
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებთან ერთად „ღვინის მარკეტინგის“ საგნის ფარგლებში ღვინოების ეტიკეტს ქმნიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის პროგრამის - VA[A]DS-ის სტუდენტები.
მსგავსი სიახლეები
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 მაისი 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 მაისი 2026