აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა განახლდა
26 მარტი 2019
აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის განახლებულ საბაკალავრო პროგრამაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. სტუდენტები დამატებით ისწავლიან:
- დეკორატიული ბაღ-პარკების გეგმარების პრინციპებს და თავისებურებებს
- ურბანული გამწვანების დაგეგმარების და მართვის საფუძვლებს
- დეკორატიულ მცენარეებს, მათ ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს, სარგავი მასალის გამოყვანას და მოვლა-გაშენებას ურბანულ გარემოში, არსებული გამწვანების მიერ წარმოქმნილი ეკოსისტემური სერვისების ბენეფიტების აღქმას და მათი მნიშვნელობის გაანალიზება
- ხის გადამუშვების საწარმოს დაგეგმვას, სტრუქტურას და აღჭურვილობას
- მერქნის დამუშვების ტექნოლოგიას - ქიმიურ და თერმულ დამუშავებას, შრობას
- გადამუშვებული მერქნული რესურსების სტანდარტიზაციას (შპალი, შპონი ფიცარი) და გამოყენებას.
მეტი ინფორმაცია სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამი შესახებ იხილეთ აქ.