აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა განახლდა
28 დეკემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა (vet klinika) განახლდა, რაც მოიცავს სარემონტო სამუშაოების განხორციელებასა და ახალი თანამედროვე დანადგარების შესყიდვას.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. ვეტკლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, სტაციონარს დაავადებული ცხოველებისთვის, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა.
ასევე, ვეტკლინიკას აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა და სასერტიფიკატო პროგრამების სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის განახლება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელდა 50%-იანი თანადაფინანსება.
მსგავსი სიახლეები
06 მარტი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეექვსე გაცნობითი პროგრამა გაიმართა
05 მარტი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმი აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
03 მარტი 2026
სომხეთიდან ვეტერინარიუმში პაციენტი ჩამოიყვანეს რთული ოპერაციის გასაკეთებლად.
23 თებერვალი 2026
არარეგენერაციული, იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემიის დიაგნოზი კატაში
15 თებერვალი 2026