სხივ-იდაყვის მოტეხილობის მკურნალობა მინიატურულ ჯიშებში
15 მარტი 2026
მინიატურულ ჯიშებს, 11 თვის ჩიხუახუა ტუკოს და 4 თვის იორკშირულ ტერიერ ლუის, ვეტერინარიუმში დაუდგინდათ სხივ-იდაყვის მოტეხილობა (AO 22A3 ტიპი).
ამ ტიპის მოტეხილობა განსაკუთრებით ხშირია მინიატურულ ჯიშებში. მათი წინამხრის ძვლები ძალიან თხელი და მყიფეა, სისხლის მომარაგება კი შედარებით შეზღუდული, რის გამოც ასეთი მოტეხილობები ხშირად რთულად ხორცდება და მაღალია არასწორი შეხორცების რისკიც. სწორედ ამიტომ ასეთი დაზიანების მკურნალობა განსაკუთრებულ სიზუსტესა და გამოცდილებას მოითხოვს.
პაციენტებს გაუკეთდათ მეტალოოსტეოსინთეზი ბლოკირებული ტიტანის ფირფიტით. ეს არის ტექნიკურად რთული ორთოპედიული ოპერაცია, რადგან მინიატურულ ჯიშებში ძვლების მცირე ზომა ქირურგისაგან მილიმეტრულ სიზუსტეს საჭიროებს.
ოპერაციები გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზიის პროცესს მართავდა ნათია რობაქიძე. ორივე ოპერაციის დროს ქირურგს ასისტენტობას უწევდა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის პროგრამის მაგისტრანტი ლუკა ღლონტი.
ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ ტუკოც და ლუიც კიდურს უკვე კარგად იყენებენ, ხოლო რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გრძელდება.
მსგავსი სიახლეები
22 აპრილი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
19 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თანამშრომლის, ბარბარე ქურციკიძის ქრონიკები ბუქარესტიდან
19 აპრილი 2026
დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში
18 აპრილი 2026