ამბავი მსუნაგ ფისოზე
28 ოქტომბერი 2026
ცუცა, რომელსაც სახლში ზუზისაც ეძახიან, 6 თვის მეტისია. ის ვეტერინარიუმში სტერილიზაციის დასაგეგმად და წინასაოპერაციო ანალიზების ასაღებად მოიყვანეს, თუმცა ვიზიტის მიზეზს მოულოდნელად კიდევ ერთი დაემატა.
თერაპევტ ბარბარე ქურციკიძესთან კონსულტაციისას პატრონმა აღნიშნა, რომ დაინახა, როგორ გადაყლაპა ცუცამ თმის რეზინი. ამ დროს მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა: არ ჰქონდა ღებინება, ჩვეულებრივ ჭამდა, სვამდა წყალს და კუჭის მოქმედებაც ნორმალური ჰქონდა.
ბარბარემ ცუცა ექოსკოპიურ გამოკვლევაზე ნუცა ბესაშვილთან გადაამისამართა. კვლევისას გაჩნდა ეჭვი, რომ კუჭში არა ერთი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა უცხო სხეული იყო, რის გამოც გასტროსკოპია დაიგეგმა.
გასტროსკოპია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა, ანესთეზია კი ნათია რობაქიძემ უზრუნველყო. პროცედურის დროს ცუცას კუჭიდან თმის რეზინები და სამაჯური ამოიღეს. სწორედ ამ ნივთებს ხედავთ ფოტოზე.
პატრონთან დამატებითი გასაუბრებისას გაირკვა, რომ ნივთები სახლიდან სხვადასხვა დროს ქრებოდა, ზოგი რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი რეზინი კი დაახლოებით ორი თვის წინ გაუჩინარდა. მანამდე ცუცას არაფერი აწუხებდა, რაც პატრონს მათ გადაყლაპვაზე ეჭვს გაუჩენდა.
ამჟამად ცუცა კარგად გრძნობს თავს
მსგავსი სიახლეები
27 ოქტომბერი 2026
მეთიუ 6 წლის ფრანგული ბულდოგი
21 ოქტომბერი 2026
ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა
19 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
17 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
15 ოქტომბერი 2026