WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
19 ოქტომბერი 2026
ვეტერინარიუმის თერაპევტმა, რიჩარდ თავდგირიძემ მონაწილეობა მიიღო WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026-ში, რომელიც 13-15 ოქტომბერს ვარშავაში, პოლონეთში გაიმართა.
კონგრესი წვრილი ცხოველების ვეტერინარული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვეტერინარებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს. კონგრესის სესიები დაეთმო წვრილი ცხოველების მედიცინის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის შინაგან მედიცინას, ქირურგიას, ორთოპედიას, ანესთეზიოლოგიასა და ტკივილის მართვას, გადაუდებელ და ინტენსიურ თერაპიას, ონკოლოგიას, კარდიოლოგიას, ნევროლოგიასა და სხვა კლინიკურ მიმართულებებს. პროგრამა ასევე მოიცავდა დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომებს, ცხოველთა კვებისა და კეთილდღეობის საკითხებს და ვეტერინარულ პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
რიჩარდი FECAVA Student Travel Scholarship 2026-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ევროპის კომპანიონ ცხოველთა ვეტერინარული ასოციაციების ფედერაციის (FECAVA) ეს სტიპენდია ევროპის ვეტერინარული სკოლების სტუდენტებს კონგრესზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს.
მოპოვებულ სტიპენდიასთან ერთად, რიჩარდს პოლონეთში გამგზავრება და კონგრესში მონაწილეობა ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდის მიერაც.
დეტალური ინფორმაცია კონგრესის შთამბეჭდავი პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://wsava-congress.org/.../2026/10/WSAVA26-PAAG-v64.pdf
მსგავსი სიახლეები
28 ოქტომბერი 2026
ამბავი მსუნაგ ფისოზე
27 ოქტომბერი 2026
მეთიუ 6 წლის ფრანგული ბულდოგი
21 ოქტომბერი 2026
ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა
17 ოქტომბერი 2026
WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026
15 ოქტომბერი 2026