ლუკა ლორიას კომპანია ნუტრიმაქსმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა

10 ნოემბერი 2026

აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს, ლუკა ლორიას კომპანია ნუტრიმაქსმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა.

ლუკას, ვეტერინარული მედიცინის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელებს შორის, ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აქვს.

კომპანია ნუტრიმაქსი 2009 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და წამყვანი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების მაღალი ხარისხის კომბინირებულ საკვებს.

Vet1