„აგროპროექტის“ საგნის ფარგლებში სტუდენტებს მიერ შესრულებული სამუშაოები
03 ივლისი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის ახალი საგნის „აგროპროექტის“ ფარგლებში სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად მოჰყავთ სხვადასხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა.
ამისათვის კახა ბენდუქიძის კამპუსში საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, რათა სტუდენტებს საშუალება პქონდეთ დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მოსავალს მოიყვანენ ყველა აგრო-წესების დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.
სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართული, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
აგროპროექტის დასაწყისში სტუდენტებმა თავად აირჩიეს სასურველი კულტურები და გადანაწილდნენ ნაკვეთში, მაგალითად: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო და კარტოფილი.
პროექტის მხარდამჭერია აგროსფერო • Agrosphere

მსგავსი სიახლეები

19 ნოემბერი 2024
კამპუსში სტუდენტური კონფერენცია „ნიადაგი და წყალი: სიცოცხლის წყარო“ ჩატარდა

07 ოქტომბერი 2024
აგროფორუმი 2024

01 აგვისტო 2024
ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ტრენინგი

11 ივლისი 2024
ნინო გორგაძე სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

10 ივლისი 2024