აგროსფეროს სტიპენდიის ბენეფიციარები
10 აპრილი 2023
სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია აგროსფერო • Agrosphere უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან სტუდენტების კარიერული განვითარებისა და სტიპენდიებით მხარდაჭერის მიმართულებით.
სტიპენდიანტებისა და სტაჟირების პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევ პროცესს წინ უძღოდა კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერისა და ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელის შეხვედრა აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობის და მექანიკის ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებთან.
სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიის საქმიანობა, მიმდინარე აქტიური სტაჟირების პროგრამა და აგრეთვე მიაწოდეს ინფორმაცია სპეციალური სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, რომელიც დაწესებული აგრარული უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს მათი სწავლის წახალისებას და კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
მიმდინარე წელს კომპანიის სტიპენდიის ბენეფიციარები არიან მაღალი აკადემიური მოსწრების სამი სტუდენტი:
- თინათინ ივანიშვილი - IV კურსი, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა
- ლაშა ლომსაძე - III კურსი, მექანიკის ინჟინერიის პროგრამა
- იოანე ივა ხვიჩია - III კურსი, აგრონომიის პროგრამა
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026