ნანი ჯომარჯიძემ სტაჟირება საფრანგეთში გაიარა
16 ივნისი 2025
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულმა ნანი ჯომარჯიძემ სტაჟირება საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში გაიარა. სტაჟირების პროგრამა განხორციელდა L’institut Agro Montpellier-თან თანამშრომლობით და Erasmus-ის დაფინანსებით.
პროექტი მოიცავდა ქარვისფერი ღვინის წარმოებას და მის ფარგლებში, იგეგმება ფრანგულ პირობებზე ადაპტირებული ქარვისფერი ღვინის წარმოება ახალი რეზისტენტული ჯიშისაგან - Floreal. ამ პროცესში კი ნანი აქტიურად იყო ჩართული. მისი მთავარი მიზანია შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით, გაიღრმავოს ცოდნა ფრანგი მომხმარებლების გემოვნების შესახებ და შეისწავლოს თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობის ევროპული მიდგომები.
პარალელურად, ნანიმ გაიარა Vinifera Euromaster-ის პროგრამის საგნები. სამომავლოდ, ნანის სურს დააგროვოს მრავალფეროვანი გამოცდილება მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებში სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე და საბოლოოდ, კარდენახში დააფუძნოს საკუთარი მეღვინეობა.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026