ანანო ვეკუამ ავსტრალიაში, Sons of Eden-ში დაიწყო მუშაობა
28 თებერვალი 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულმა ანანო ვეკუამ კომპანია Sons of Eden-ში დაიწყო მუშაობა ასისტენტ-მეღვინის პოზიციაზე და ავსტრალიაში მეათე წარმატებული რთველისთვის ემზადება. მისი მთავარი საქმიანობაა თეთრი ღვინის ტექნოლოგიასა და ღვინის ხარისხის კონტროლი.
კომპანია Sons of Eden არსებობს 2000 წლიდან და ყოველწლიურად აწარმოებს ნახევარ მილიონ ღვინის ბოთლს.
ანანოს შეთავაზება ჰქონდა აგრეთვე კომპანია Yering Station Winery-დანაც, მაგრამ საბოლოოდ აირჩია Sons of Eden. მისთვის Sons of Eden-ის მთავარ მეღვინესთან მუშაობა ბევრად მეტი ცოდნისა და გამოცდილების მომტანი იქნება, რადგან იგი ახალი ზელანდიის 2007 წლის საუკეთესო მეღვინის ტიტულის მფლობელი და ავსტრალიის 2016 წლის საუკეთესო მეღვინის კონკურსის ფინალისტია.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ანანომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ყურძნის ჯიშების კვლევაზე დაიწყო მუშაობა, შემდეგ კორპორაცია „ქართულ ღვინოში" გააგრძელა გამოცდილების მიღება და პარალელურად, სამხრეთ აფრიკაში, Robertson-ის მეღვინეობაში მიიღო ერთი რთველი. იგი აგრეთვე მუშაობდა გერმანიაში Eva Fricke Winery-ში მევენახეობის მიმართულებით.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026