აქცია მიუსაფარი ფისოებისთვის
15 თებერვალი 2026
კლინიკა ვეტერინარიუმი აგრძელებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქციას მიუსაფარი ფისოებისთვის
აქციის ფარგლებში, მიუსაფარ ფისოებს უფასოდ გაუკეთდებათ 4 დაავადებაზე მოქმედი კომბინირებული ვაქცინა - Purevax RCPCH.
Purevax RCPCH არის მარალი ხარისხის, თანამედროვე ვაქცინა, რომელიც იცავს ფისოებს ყველაზე გავრცელებული და მძიმე ვირუსული დაავადებებისგან, გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით, ნაკლებად იწვევს გვერდით რეაქციებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველებისთვის. გარდა ამისა, ეს ვაქცინა ფართოდ გამოიყენება წამყვან ვეტერინარულ კლინიკებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში.
უფასო ვაქცინაციის აქცია ხორციელდება კომპანია AHS-ის მხარდაჭერით. აქცია გაგრძელდება 15 მარტის ჩათვლით.
P.S. პოსტერზე წარმოდგენილია ჩვენი კლინიკის მთავარი ვეტერინარის მიერ აყვანილი მიუსაფარი ფისო ვალკირია.
მსგავსი სიახლეები
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026
ცოდნა, შრომა, თავისუფლება
17 მარტი 2026
მაღალი საანესთეზიო რისკის კლინიკური შემთხვევა
15 მარტი 2026