ახალი საგანი - აგროპროექტი
22 ოქტომბერი 2022
აგრარული უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო სკოლის, აგრონომიის პროგრამაზე სიახლეა: ახალი საგანი - აგროპროექტი.
პროექტის მიზანია უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სტუდენტებმა დამოუკიდებლად მოიყვანონ სხვადასხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა. უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთში მათ ჰქონდათ საშუალება დაკვირვებოდნენ კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. მათ მოიყვანეს მოსავალი ყველა აგრო წესების დაცვით, რაც გულისხმობდა ნაკვეთის დამუშავებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებზე და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას. სტუდენტები აგროპროექტის მიმდინარეობის დროს თავად იყვნენ ჩართული, როგორც საველე ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
პროექტის დასაწყისში მათ თავად აირჩიეს სასურველი კულტურები და გადანაწილდნენ ნაკვეთში. ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე თავს იწონებდნენ სტუდენტების მიერ მოყვანილი კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, საზამთრო და კარტოფილი.
აგროპროექტს, როგორც სავალდებულო საგანს ამიერიდან გაივლის აგრონომიის პროგრამის ყველა სტუდენტი.
პროექტს მხარს უჭერს აგროსფერო • Agrosphere
მსგავსი სიახლეები
10 ნოემბერი 2026
2026-2027 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა
06 ნოემბერი 2026
მარიამ ხალხელაურს კომპანია ლაქტალისმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა
05 ნოემბერი 2026
Welcome Party
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026