ვეტერინარი ტექნიკოსის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
08 ივლისი 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიული მედიცინის სკოლა და კლინიკა ვეტერინარიუმი ერთობლივად ახორციელებენ ვეტერინარი ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროგრამას.
სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია კატისა და ძაღლის ვეტერინარი ტექნიკოსისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება სტუდენტებისათვის თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.
პროგრამა შემუშავდა ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.
კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით გავლისათვის გადაეცათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატები, მათ მიმართეს ლექტორებმა და ვეტერინარიუმის ვეტერინარმა ასისტენტმა, მარიამ ქებურიამ ჩაატარა ლექცია საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მსგავსი სიახლეები
21 აგვისტო 2026
ბაბა რომი
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
19 აგვისტო 2026
ღორის ხორცის ლექცია
18 აგვისტო 2026
მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის
16 აგვისტო 2026