აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დისციპლინები
12 მაისი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ისეთ ბიოლოგიურ დისციპლინებს, როგორებიცაა: გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოინფორმატიკა, სინთეტური ბიოლოგია, ფიზიოლოგია, ვირუსოლოგია, მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ქცევის ბიოლოგია და სხვა.
პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის გამყარებისათვის ინტენსიურად გამოიყენება აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიები, მათ შორის, ინტერდისციპლინური ლაბორატორიული მეცადინეობები.
პროგრამაში ჩართული პერსონალის ნაწილი წამყვანი ქართული სასწავლო და კვლევითი დაწესებულებებიდან შეირჩა, მნიშვნელოვანი ნაწილი კი უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი სპეციალისტებისგან. პროფესორების უმეტესობა სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026