ბერლინში ქართული ღვინის ფესტივალზე კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ
03 აპრილი 2024
ბერლინში ქართული ღვინის დღეები აღინიშნა, რომელშიც მონაწილეობდნენ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულები.
ქართული ღვინის დღეები “8000 მოსავალის” ორგანიზებით გაიმართა და სხვა მეღვინეობებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდა აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ დაფუძნებული სამი მეღვინეობა:
- „მოსავალიპირველი“- ნიკოლოზ ხოკრიშვილი, ერეკლე პაიჭაძე
- “ვინიამარე” - გრიგოლ ნეფარიძე
- “მამადა შვილის მარანი” - შურმან ტატულაშვილი
ფესტივალს ესწრებოდა ღვინის არაერთი კონკურსის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა მეღვინეების მიერ წარმოებული ქართული ღვინო და აღნიშნეს ქართული ღვინის გემოვნური თვისებების პროგრესი. ფესტივალს ესწრებოდა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი ანა გოდაბრელიძე, რომელიც აგრეთვე Berlin Wine Trophy-ს ჟიურის ერთ-ერთი წევრია.
ღონისძიება განხორციელდა “8000 მოსავლისა” და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გუნდის თანამშრომლობის შედეგად.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026