Campus RoboSumo 2025
10 ივნისი 2025
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტების (ECE21) ორგანიზებით და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კამპუსში გაიმართა Campus RoboSumo 2025. შეჯიბრის გენერალური მხარდამჭერი იყო Betsson.hub.
Campus RoboSumo 2025-ის მთავარი მიზანი იყო ინჟინერიით დაინტერესებული ადამიანებისათვის სახალისო და ინსპირაციულ გარემოში ცოდნის შეძენისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის შექმნა.
შეჯიბრში მონაწილეობდა 18 გუნდი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების შემადგენლობით.
Campus RoboSumo 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი - “ოპოსუმო” (აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები: დაჩი ნაზრიშვილი, ნატალი სირაძე, თემურ მახარაძე)
II ადგილი - “14BB” (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები: ელენე ღვინიაშვილი, დაჩი შონია, მარიამ წიქორიძე)
III ადგილი - “ფხაკუნა” (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი: რამაზ ფუტკარაძე)
IV ადგილი - “Pirelli” (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები: ალექსანდრე მთვარელიძე, ზუკა მურდალაშვილი)
Campus RoboSumo 2025-ის მხარდამჭერები იყვნენ:
- ტერმინალი
- Nexia Georgia
- Setanta Sports Georgia
- Google Developers Group (GDG)
- Coca-Cola Bottlers Georgia
გარდა ამისა, ტერმინალმა დააფინანსა "რადიუმის გოგონების" გუნდის (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები: მარიამ ქექნაძე, ნატალია პეტრემღვდლიშვილი, მარიამ ესათია) რობოტის აწყობა.
მსგავსი სიახლეები
10 ნოემბერი 2026
2026-2027 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა
05 ნოემბერი 2026
Welcome Party
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
30 ოქტომბერი 2026