ცეხვილი ფქვილით მომზადებული ხინკალი
04 ივნისი 2025
ცეხვილი ფქვილით მომზადებული ხინკალი.
ქართული სამზარეულოს კურსის ერთ-ერთი თემაა ხინკალი. სტუდენტები ამზადებენ ხინკალს სხვადასხვა სახის ფქვილითა და შიგთავსით.
მზარეულის პროგრამაში არსებული ქართული სამზარეულოს კურსი მოიცავს ქართული კერძების მომზადების ტექნოლოგიებსა და ათეულობით რეცეპტს. კურსის ფარგლებში, ხინკლის გარდა, შეისწავლება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების მომზადება: ფხალეული, წვნიანები, შეჭამანდები, გულსართიანი კერძები, სოუსები, ატრიები, მაყალზე მომზადებული კერძები და სხვა.
კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის კერძებისა და დესერტების ინდივიდუალური მომზადების გზით სწავლებას. შედეგად, კერძების დაახლოებით 85%-ს სტუდენტები ამზადებენ ინდივიდუალურად ლექტორის მეთვალყურეობის ქვეშ, დარჩენილ ნაწილს კი გუნდურად, ხოლო მცირე ნაწილი მოიცავს მასტერკლასებს.
მსგავსი სიახლეები
13 მარტი 2026
მზარეულის პროგრამის ლექციები
12 მარტი 2026
საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მიერ მომზადებული დესერტი
11 მარტი 2026
ხამანწკების ლექცია კულინარიის აკადემიაში
07 მარტი 2026
სტუდენტების მიერ მომზადებული ბაბა რომი
06 მარტი 2026