ჩიზქეიქის ნაირსახეობის მასტერკლასი
23 თებერვალი 2026
აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა ჩიზქეიქის ნაირსახეობის მასტერკლასი.
ღონისძიება ჩაატარა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ამჟამად კი ლექტორმა, ნატა ღლონტმა.
ნატამ მასტერკლასის ფარგლებში მოამზადა ბასკური ჩიზქეიქი, ნიო-იორკული ჩიზქეიქი და შოკოლადის განაშით ჩიზქეიქი.
მასტერკლასს ესწრებოდნენ როგორც აკადემიის სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებმაც წინასწარ გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური რეცეპტები და გასინჯეს ნატას მიერ მომზადებული დესერტები.
ასეთი მასტერკლასები არის შესანიშნავი შესაძლებლობა სტუდენტებისა და კულინარიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, შეისწავლონ ახალი ტექნიკები და ინოვაციური რეცეპტები.