ჩიზქეიქის სამოყვარულო კურსი

03 სექტემბერი 2026

4 ივლისს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა ჩიზქეიქის სამოყვარულო კურსი. 

კურსი ჩაატარა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა, ნატა ღლონტმა, რომელიც ასევე საკონდიტრო ქრიმის შეფ-კონდიტერია.

მონაწილეებმა სამოყვარულო კურსის ფარგლებში მოამზადეს უგემრიელესი ბასკური ჩიზქეიქი და ცივი ჩიზქეიქი კენკრით. მათ მიიღეს დეტალური რეცეპტები და გასინჯეს მათ მიერ მომზადებული დესერტები. 

სამოყვარულო კურსს ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები, რომლებმაც წინასწარ გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია. 

Cheesecake1 Cheesecake2 Cheesecake3 Cheesecake4