დათო გვალია სწავლას ბონის უნივერსიტეტში აგრძელებს

04 სექტემბერი 2024

ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული დათო გვალია DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამით სწავლას აგრძელებს University of Bonn-ში. ბონის უნივერსიტეტში ის ისწავლის ნეირომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე.

დათომ ასევე მოიპოვა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის, Erasmus-ის სამაგისტრო პროგრამის Neurasmus-ის და აშშ-ის Tulane University-ს სადოქტორო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია, თუმცა არჩევანი მაინც DAAD-ის სტიპენდიაზე გააკეთა.

დათო დაინტერესებულია მოლეკულური და უჯრედული ნეირობიოლოგიით, კერძოდ, კი გენეტიკისა და ეპიგენეტიკის როლის კვლევით ისეთ დაავადებებში, როგორებიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი. ბონის უნივერსიტეტში კი წარმოდგენილია საკმაოდ ფართო სპექტრის ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით შეისწავლიან ადამიანის ნეირობიოლოგიას, აგრეთვე ბევრი ისეთი კვლევა ტარდება, რაც დათოს სამეცნიერო ინტერესებთან თანხვედრაშია.

Დათო Გვალია

მსგავსი სიახლეები