დავით ადამია University of Angers-ში

29 მაისი 2026

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დავით ადამია გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთში, University of Angers-ში. მან ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლა ESTHUA, National Tourism Institute-ში ღვინის ტურიზმის მიმართულებით. 

გაცვლითი პროგრამა ხორციელდება Erasmus+ ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

დავითს ასევე გავლილი აქვს ორთვიანი საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში, Breisach am Rhein-ში, კერძო მეღვინეობა - Markovic Winery-ში, სადაც მუშაობდა რთველში მეღვინის დამხმარედ.

Დავით Ადამია