ედისონის ლიგა - NONUS 2021
13 დეკემბერი 2021
კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა შემეცნებითი კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ედისონის ლიგა NONUS 2021.
კონკურსი გუნდურია და განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია ინჟინერიით, რობოტიკით, კონსტრუირებით, კომპიუტერული პროგრამირებითა და პროექტირებით.
ედისონის ლიგის საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები:
I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა 15 000 ლარიანი გრანტი;
II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა 9 000 ლარიანი გრანტი;
ხოლო III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა 4500 ლარიანი გრანტი.
გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიისა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის, არქიტექტურის და შენობის სისტემების ინჟინერიის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
დესერტის "შავი ტყე" სამოყვარულო კურსი
09 ივლისი 2026