ემელიანე კილაძე ბაიერის ფონდის სტიპენდიანტი გახდა
15 ივნისი 2022
აგრარული უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ემელიანე კილაძე, (სამეცნიერო ხელმძღვანელი ნანა ბიწაძე) გახდა ბაიერის ფონდის სტიპენდიანტი.
ბაიერის ფონდის მისიაა ნიჭიერი სამეცნიერო ლიდერების გამორჩევა და მათში თანამშრომლობითი და ინტერდისციპლინური აზროვნების უნარ-ჩვევების გაღრმავება.
ემელიანე კილაძე 6 თვით გაემგზავრება და კვლევებს განახორციელებს გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა ფენოტიპირების ლაბორატორიაში, სადაც შეისწავლის ერიკოიდული მიკორიზული სოკოების გავლენას ლურჯი მოცვის ზრდა-განვითარებაზე. ლურჯი მოცვი ახალი კულტურაა საქართველოში და მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა მნიშვნელოვანია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

მსგავსი სიახლეები

20 აგვისტო 2025
გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები

29 მარტი 2024
ლავუაზიეს წრე 2024 ჩატარდა

15 სექტემბერი 2023
სტუდენტური აგროპროექტის პრეზენტაცია

13 სექტემბერი 2023
ნინი მაჭარაშვილი სწავლას აგრძელებს University of Palermo-ში

22 სექტემბერი 2021