Erasmus+ პროექტის ფარგლებში ლექტორებისა და სტუდენტების მობილობა განხორციელდა
16 ნოემბერი 2023
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ბურსას ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ პროექტის ფარგლებში ლექტორებისა და სტუდენტების მობილობა განხორციელდა.
პროექტი ითვალისწინებდა როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტების სტაჟირებას ბურსას ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიმდინარე წლის მაისსა და აგვისტოში საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბურსას ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის პროფესორებს. მათ ქართველ მეცნიერებს წარუდგინეს განხორციელებული და მიმდინარე ეროვნული და საერთაშორისო პროექტების შედეგები.
სექტემბრის თვეში ანალოგიურად, ქართველი პროფესორები (გიორგი ჯაფოშვილი, ნატო კობახიძე, თეა არაბული და ნანა გოგინაშვილი) და სტუდენტები (ანა უგრელიძე და სოფიო ინჯია) ეწვივნენ ბურსას ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტს. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექციები, მოეწყო სამეცნიერო პროექტების შედეგების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. ასევე, მოეწყო საველე გასვლები დაცულ ტერიტორიებზე.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანა უგრელიძემ და სოფიო ინჯიამ ბურსას ტექნიკურ უნივერსიტეტში 2 თვის განმავლობაში გაიარეს სტაჟირება კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლების მიზნით.
მსგავსი სიახლეები
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026
ღორის ხორცის ლექცია კულინარიის აკადემიაში
03 თებერვალი 2026
ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში
02 თებერვალი 2026