კულინარიის აკადემიამ FreeUni Alumni Fair-ის გემრიელ ნაწილზე იზრუნა
19 ივნისი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ იზრუნა FreeUni Alumni Fair-ის გემრიელ ნაწილზე. აკადემიის ლექტორებმა და სტუდენტებმა ღონისძიებისათვის მოამზადეს სენდვიჩები, მოცვისა და ციტრუსის ქაფქეიქები.
FreeUni Alumni Fair-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებულმა 30-ზე მეტმა კომპანიამ პირველად მოიყარა თავი კახა ბენდუქიძის კამპუსში, საკუთარი გამოცდილების, პროდუქტებისა და წარმატების გასაზიარებლად.
ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულთა მონაწილეობით საპანელო დისკუსიები და მათი კომპანიების პროდუქტების გამოფენა გაიმართა.