იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში
30 ივლისი 2024
იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიისა და იაპონია-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თანაორგანიზებით, ჩაატარა ლექცია თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობა“, კერძოდ, „ტოვადა ბარაიაკი: ქალაქის აღორძინება ადგილობრივი სამზარეულოს მეშვეობით".
ლექციის პარალელურად მიმდინარეობდა მასტერკლასი აკადემიის კულინარიულ ამფითეატრში, სადაც იაპონელმა შეფმზარეულებმა მოამზადეს იაპონური კერძი და მონაწილეებმა მიირთვეს.
ლექციასა და კულინარიული მასტერკლასი ჩატარდა იაპონური ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში და ესწრებოდნენ საქართველოს კულინარიის აკადემიის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტები.
მსგავსი სიახლეები
01 აპრილი 2026
საკურას ყვავილობა კახა ბენდუქიძის კამპუსში
27 მარტი 2026
ვეგანური დესერტების სამოყვარულო კურსი
21 მარტი 2026
ზღვის პროდუქტების ლექცია კულინარიის აკადემიაში
19 მარტი 2026
ღვინის დეგუსტაციის ლექცია კულინარიის აკადემიაში.
18 მარტი 2026