იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
13 ივნისს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი.
კურსი ჩაატარა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა, მათე ხვიჩიამ.
სამოყვარულო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს კერძები იაპონური სამზარეულოდან:
- ორაგულის სუში
- გველთევზას სუში
- ფილადელფია როლი
- ორაგულისა და ავოკადოს ურამაკი
- ხიაშის სალათი სეზამისა და ჩიას დრესინგით
- უნაგის სოუსი
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური რეცეპტები და მიირთვეს მათ მიერ მომზადებული კერძები.
ასეთი სამოყვარულო კურსები არის შესანიშნავი შესაძლებლობა სტუდენტებისა და კულინარიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, შეისწავლონ ახალი კულინარიული მეთოდები და ინოვაციური რეცეპტები.