ირაკლი ლომიძე იულიხის კვლევით ცენტრში განაგრძობს საქმიანობას
14 ივლისი 2021
აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ავტომატიზებული მართვის სისტემების მიმართულებით ირაკლი ლომიძე იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია) ექსპერიმენტატორ მეცნიერად განაგრძობს საქმიანობას. გერმანიაში ის სამაგისტროს თეზისის დასაწერად გაემგზავრა და 6 თვის განმავლობაში იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ექსპერიმენტში იქნება ჩართული.
კვლევის მთავარი მიზანია დეიტრონის ელექტრული დიპოლური მომენტის პირველი ექსპერიმენტული გაზომვა. ამ უკანასკნელის საშუალებით კი შესაძლოა ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს. აქედან კი, მაგალითად, გავიგოთ ის მიზეზები თუ რატომ დომინირებს სამყაროში მატერია ანტიმატერიაზე.
ირაკლიმ თავდაპირველად უშუალოდ ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, სადაც პროტონებისა და დეიტრონების სინქროტრონულ ამაჩქარებელ COSY-ზე ხდებოდა პოლარიზებული დეიტრონის ნაკადის დაგროვება, ნაკადის პოლარიზაციის ვექტორზე მანიპულირება და პარალელურად მუდმივად ნაკადის პოლარიზების გაზომვა. ეს გრძელდებოდა 8 კვირა და იყო დამაგვირგვინებელი ექსპერიმენტი დეიტრონისთვის.
ირაკლის მთავარი ამოცანაა დეტექტორიდან აღებული მონაცემების კალიბრების ავტომატური პროცედურის შემუშავება. მათი შედარება დეტექტორის სიმულაციის შედეგებთან და სამომავლო ექსპერიმენტისთვის რეალურ დროში კალიბრების პროგრამის დაწერა.
ირაკლის კვლევით საქმიანობას სრულად აფინანსებენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და იულიხის კვლევითი ცეტრი.
ირაკლის დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა.
მსგავსი სიახლეები
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026
ღორის ხორცის ლექცია კულინარიის აკადემიაში
03 თებერვალი 2026
ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში
02 თებერვალი 2026