იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
13 ივნისს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი.
კურსი ჩაატარა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა, ანი ჯინჭარაძემ.
სამოყვარულო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს კერძები და დესერტი იტალიური სამზარეულოდან:
- კარბონარა (ხელნაკეთი პასტით)
- კაპრეზე პესტოს სოუსით და ბურატათი
- ტირამისუ
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური რეცეპტები და მიირთვეს მათ მიერ მომზადებული კერძები და დესერტი.