კახა ბენდუქიძის კვირეული

11 აპრილი 2023

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კვირეული ტრადიციულად ტარდება აპრილში, კამპუსში.

19 აპრილი, 17:00 - მაკროეკონომიკის ექსპერტის, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორის და აღმოსავლეთ ევროპაში პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგის კრასენ სტანჩევის კახა ბენდუქიძისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია „Ukraine: Economic Challenges and What Remains to be Done“. კრასენ სტანჩევს მიენიჭება თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება.

ლექცია ჩატარდება კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200).
დასწრება თავისუფალია.

20 აპრილი, 12:00 - დასაქმების ფორუმი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ფორუმში მონაწილეობას, ტრადიციულად, 100-მდე კომპანია იღებს, რომლებიც ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და გააცნობენ საკუთარ კომპანიებში სტაჟირებისა, თუ დასაქმების შესაძლებლობებს.
დასაქმების ფორუმი კამპუსის ბიბლიოთეკასა და ფოიეში ჩატარდება.
21 აპრილი, 13:00 - თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი კონკურსების გამარჯვებულების გამოვლენა. ყოველწლიურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს, რომელთა გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდისგან.
კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოება კამპუსის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება (აუდიტორია #200).
21 აპრილი, 17:00 - აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორის ია ფიფიას წიგნის „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედიის“ პრეზენტაცია.

წიგნი გამოცემულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.

პრეზენტაცია ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.

Kakha Bendukidzes Week