კონდიტერის პროგრამის საგანი - საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია
01 მაისი 2025
საქართველოს კულინარიის აკადემიის კონდიტერის პროგრამა მოიცავს საგანს - საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია, რომელიც შედგება 30-ზე მეტი პრაქტიკული ლექციისაგან.
პროგრამა საკმაოდ სიღრმისეულია: ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ დესერტების მრავალფეროვნებას, არამედ თითოეული დესერტის სწორ ტექნოლოგიურ მომზადებას. სტუდენტები სწავლობენ პროგრამისთვის სპეციალურად შემუშავებულ და შერჩეულ 100-მდე რეცეპტს, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ბისკვიტების, კრემების, მუსების, გლასაჟების და სხვა საკონდიტრო პროდუქტის მომზადების ტექნოლოგიები.
პოსტს თან ახლავს ფოტოები სხვადასხვა ტორტის მომზადების პროცესიდან, გადაღებული სწავლის პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში.