კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ლავუაზიეს წრე
08 აპრილი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში მეცამეტე წელია, რაც აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ლავუაზიეს წრე ტარდება.
კონკურსი გუნდურია და განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია ბიოლოგიითა და ქიმიით, ცოცხალი სამყაროთი და მისი მოლეკულური შემადგენლობით.
2026 წლის კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი:
- I ადგილზე გასული გუნდის წევრები: მარიამ თივათელიძე, მარიამ ჩუბინიძე, მარიამ ტაბატაძე - მათ გადაეცათ 15 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
- II ადგილზე გასული გუნდის წევრები: გიორგი შაქრიქაძე, გიორგი კვაშილავა, დავით კუხალაშვილი - მათ გადაეცათ 9 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
- III ადგილზე გასული გუნდის წევრები: ნინო ელიაური, თათა გენგიური, ვიტალი სეხნიაშვილი - მათ გადაეცათ 4 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
სასწავლო გრანტი იძლევა შესაძლებლობას აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარული მედიცინის სკოლის და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსოს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
დესერტის "შავი ტყე" სამოყვარულო კურსი
09 ივლისი 2026