კულინარიის აკადემიამ გამოსცა პირველი ქართულენოვანი წიგნი კულინარიული მეთოდების შესახებ
06 დეკემბერი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ გამოსცა პირველი ქართულენოვანი წიგნი კულინარიული მეთოდების შესახებ.
წიგნის პირველი ტომი მოიცავს კულინარიული მეთოდების საფუძვლებს, მათ შორის: პროდუქტის შემადგენლობას, ბოსტნეულის, კვერცხის, ფრინველის ხორცის, ზღვის პროდუქტების დამუშავების მეთოდებს, ბულიონების, სოუსების, სუპების მომზადების ეტაპებს და სხვა. შემდეგი გამოცემები დაფარავს სხვა საკვანძო საკითხებს.
იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორი: ნათია სამუშია
ავტორები: ირკა ქელეხსაშვილი, ანი ჯინჭარაძე, ჟუჟა ხაჭაპურიძე, ნუცა ბაიაძე, გიორგი რთველიაშვილი, თინა ვაშაკიძე, ნატალია წერუაშვილი, ნინო გუგეშაშვილი, ნატა ღლონტი
სარედაქციო ჯგუფი: ზაალ ჩხეიძე, ანა მილაშვილი, ანი ფხალაძე, ვატო ლეჟავა
დაკაბადონება: ნატალია ღლონტი
ფოტოები: ანა ლორთქიფანიძე
ჩანახატები: თამარ იობიძე
წიგნში ასევე გამოყენებულია გაგა კაპანაძისა და გიორგი ჯოხაძის ფოტოები
წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
10 ნოემბერი 2026
2026-2027 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა
05 ნოემბერი 2026
Welcome Party
04 ნოემბერი 2026
სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღების ცერემონია
03 ნოემბერი 2026
შტრუდელის და ბრაუნის სამოყვარულო კურსი
30 ოქტომბერი 2026