კულინარიის აკადემიაში ჩატარდა მასტერკლასი მესხური სამზარეულოს შესახებ
01 აპრილი 2025
საქართველოს კულინარიის აკადემიაში სტუდენტებისათვის ჩატარდა მასტერკლასი მესხური სამზარეულოს შესახებ.
მასტერკლასზე მომზადდა მესხური ხაჭაპური და მესხური ქადა, ასევე პური. მასტერკლასი ჩაატარეს მესხური ოდას დამფუძნებელმა, ალუდა ჯვარიძემ და მზარეულმა ნათია ზედგენიძემ.