კულინარიის აკადემიის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია
04 ივლისი 2025
აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია (Graduation 2025) გაიმართა 14 ივნისს.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს:
- ვატო ლეჟავამ, საქართველოს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების რექტორმა
- მიშა ავსაჯანიშვილმა, საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და კულინარიული შოუს “სამზარეულოს ომების” ჟიურის წევრმა
- ანა ფხალაძემ, საქართველოს კულინარიის აკადემიის მენეჯერმა
- თინა ვაშაკიძემ, საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა
ცერემონიაზე სერტიფიკატები გადაეცათ:
- კულინარიის აკადემიის მზარეულისა და კონდიტერის პროგრამების კურსდამთავრებულებს.
- აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებს.