„კულინარიული მეთოდების“ პრეზენტაცია
25 დეკემბერი 2023
კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი წიგნის პრეზენტაცია 21 დეკემბერს.
წიგნი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტი.
წიგნის პირველი ტომი მოიცავს კულინარიული მეთოდების საფუძვლებს, მათ შორის: პროდუქტის შემადგენლობას, ბოსტნეულის, კვერცხის, ფრინველის ხორცის, ზღვის პროდუქტების დამუშავების მეთოდებს, ბულიონების, სოუსების, სუპების მომზადების ეტაპებს და სხვა. შემდეგი გამოცემები დაფარავს სხვა საკვანძო საკითხებს.
ეს წიგნი გამორჩეულია ასევე იმით, რომ მისი ავტორების ნაწილი ახალგაზრდა მეცნიერია სასურსათო ტექნოლოგიისა და ინჟინერიის მიმართულებით, ნაწილი კი კერძო სექტორის წარმომადგენლები: რესტორნების შეფმზარეულები, კვების ობიექტების დამფუძნებლები, კულინარიული პროდუსერები.
წიგნის პრეზენტაციისას ახალ კულინარიულ ამფითეატრში ჩატარდა მასტერკლასი წიგნის ერთ-ერთი თავის მიხედვით. ასევე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ წარმომადგენელმა, უნივერსიტეტის რექტორმა, ცოდნის ფონდის დირექტორმა და წიგნის ავტორებმა.
წიგნის "კულინარიული მეთოდები, I ტომის" გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
27 დეკემბერი 2025
მოტობურთი 2025
16 დეკემბერი 2025
დასაქმების ფორუმი კამპუსში
16 დეკემბერი 2025
მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს - მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
10 დეკემბერი 2025
Vet CT • ვეტ სითი კახა ბენდუქიძის კამპუსში
09 დეკემბერი 2025