კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი გამოცემა უკვე გაყიდვაშია
24 ივნისი 2025
კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი გამოცემა უკვე გაყიდვაშია.
ეს წიგნი წარმოადგენს საქართველოს კულინარიის აკადემიის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს და ეძღვნება მათ დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს.
პირველი ტომი მოიცავს კულინარიული მეთოდების საფუძვლებს და ისეთ თემებს, როგორიცაა: პროდუქტის შემადგენლობა, ბოსტნეულის, კვერცხის, ფრინველის ხორცის და ზღვის პროდუქტების დამუშავების მეთოდები, ბულიონების, სოუსებისა და სუპების მომზადების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. მომდევნო ტომები დაეთმობა სხვა საკვანძო საკითხებს.
წიგნი გამორჩეულია იმითაც, რომ მისი ავტორები არიან კულინარიის აკადემიის ლექტორები — როგორც ახალგაზრდა მეცნიერები სასურსათო ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფეროში, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები: რესტორნების შეფმზარეულები, კვების ობიექტების დამფუძნებლები და კულინარიული პროდიუსერები.
წიგნზე მუშაობდნენ:
- იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორი - ნათია სამუშია
- ავტორები - ირკა ქელეხსაშვილი, ანა ჯინჭარაძე, ჟუჟა ხაჭაპურიძე, ნუცა ბაიაძე, გიორგი რთველიაშვილი, თინა ვაშაკიძე, ნატალია წერუაშვილი, ნინო გუგეშაშვილი, ნატა ღლონტი
- სარედაქციო ჯგუფი - ზაალ ჩხეიძე, ანა მილაშვილი, ანა ფხალაძე, ვატო ლეჟავა
- დაკაბადონება - ნატალია ღლონტი
- ფოტოები - ანა ლორთქიფანიძე
- ჩანახატები - თამარ იობიძე
წიგნის შეძენა შესაძლებელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში




მსგავსი სიახლეები

16 ივნისი 2025
კულინარიის აკადემიაში ახალი ნაკადის სტუდენტებმა დაიწყეს სწავლა

04 ივნისი 2025
ცეხვილი ფქვილით მომზადებული ხინკალი

31 მაისი 2025
აკადემიის სტუდენტებმა უმასპინძლეს სტუმრებს გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებაზე

01 მაისი 2025
კონდიტერის პროგრამის საგანი - საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია

28 აპრილი 2025