ლაშა ხუციშვილი საბაკალავრო ნაშრომს გერმანიაში შეასრულებს
13 თებერვალი 2023
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ჰან-შიკარდის ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ქიმიის პროგრამის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტი ლაშა ხუციშვილი საბაკალავრო ნაშრომის ექსპერიმენტული ნაწილის შესასრულებლად 7 თვით მივლინებულია ჰან-შიკარდის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია). ლაშა გასული წლის 1 ნოემბრიდან იმყოფება ფრაიბურგში და მუშაობს ახალი პოლიელექტროლიტების სინთეზზე, რომელთა გამოყენების სფეროს შეადგენს როგორც წყლის ელექტროლიზერები, ასევე საწვავი ელემენტები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სამეცნიერო მიმართულებამ უდიდესი ყურადღება მიიპყრო ბოლო რამდენიმე წელია.
ლაშა ხუციშვილი საქართველოს ქიმიის ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო. 2019 წელს მან საერთაშორისო ოლიმპიადაზე პარიზში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გახდა ნაკრების ერთ-ერთი მენტორი, 2022 წელს კი ბუდაპეშტში გამართულ ქიმიის საერთაშორისო ტურნირზე წარდგა როგორც გუნდის მთავარი მენტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი.
მისი ორგანიზებით 2023 წელს ქიმიის საერთაშორისო ტურნირს IChTo-2023 საქართველო უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
15 სექტემბერი 2026
გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს მილანის უნივერსიტეტში
14 სექტემბერი 2026
სტატია "Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“
10 ივლისი 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 ივლისი 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 ივნისი 2026