ლაშა ხუციშვილი სწავლას აგრძელებს შვეიცარიაში, სადოქტორო პროგრამაზე
28 აგვისტო 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული ლაშა ხუციშვილი სწავლას აგრძელებს შვეიცარიაში, École Polytechnique Fédérale de Lausanne-ში სადოქტორო პროგრამაზე Chemistry and Chemical Engineering.
საბაკალავრო ნაშრომის შესასრულებლად, ლაშა იმყოფებოდა Hahn-Schickard Institute-ში (ფრაიბურგი), რომელთანაც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო კოლაბორაცია აკავშირებს.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში საბაკალავრო ნაშრომის დაცვის შემდეგ, ლაშამ სწავლა გააგრძელა University of Strasbourg-ის და University of Freiburg-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე პოლიმერების მეცნიერების მიმართულებით. მის სამაგისტრო კვლევით თემას წარმოადგენდა ანიონური და პროტონგამტარი პოლიმერელექტროლიტების სინთეზი, რომელიც ასევე შეასრულა Hahn-Schickard Institute-ში.
#Alumni #AgrUni
მსგავსი სიახლეები
02 ივნისი 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 მაისი 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 მაისი 2026
ახალი ღვინის ფესტივალი
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025