ლავუაზიეს წრე 2024 ჩატარდა
29 მარტი 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ლავუაზიეს წრე 2023.
კონკურსი გუნდურია და განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია ბიოლოგიითა და ქიმიით, ცოცხალი სამყაროთი და მისი მოლეკულური შემადგენლობით.
ლავუაზიეს წრე 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია:
I ადგილზე გასული გუნდის წევრები: არჩილ წიკლაური, კონსტანტინე დავითაშვილი, ილია დოკაძე - მათ გადაეცათ 15 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილზე გასული გუნდის წევრები: ბარბარე ნინუა, ნანიკო დვალიშვილი, ელენე არჯევანიძე - მათ გადაეცათ 9 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილზე გასული გუნდის წევრები: ნია კაციაშვილი, საბა წიქარიშვილი, ანა შუბლაძე - მათ გადაეცათ 4 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
სასწავლო ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარიის სკოლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსებს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასურს 8 სემესტრის განმავლობაში.
მსგავსი სიახლეები
21 ივლისი 2026
მარწყვის დესერტების სამოყვარულო კურსი
20 ივლისი 2026
იტალიური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
17 ივლისი 2026
იაპონური სამზარეულოს სამოყვარულო კურსი
13 ივლისი 2026
დესერტის "შავი ტყე" სამოყვარულო კურსი
09 ივლისი 2026